დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს 17 ქვეყანას საერთაშორისო რეზერვები შეუმცირდათ

0
გაზიარება

შვეიცარიამ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო რეზერვებიდან ფულადი თვალსაზრისით 226,6 მლრდ დოლარი „დაკარგა,“ რაც ყველაზე დიდი კლებაა,რამაც ქვეყანის ტრილიონერთა სიიდან გასვლა გამოიწვია. მსოფლიოს ეროვნული ცენტრალური ბანკების მონაცემებს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ამ პერიოდში მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ თავისი რეზერვები 10 მლრდ დოლარზე მეტად ვერ გაზარდა.

საერთაშორისო რეზერვების კლების მიხედვით ქვეყნების სია ასეთია:

  1. შვეიცარია – 226,6 მლრდ დოლარით
  2. ჩინეთი – 211,5 მლრდ დოლარით
  3. იაპონია – 211,2 მლრდ დოლარით
  4. სინგაპური – 135,6 მლრდ დოლარით
  5. ინდოეთი – 102,5 მლრდ დოლარით
  6. რუსეთი – 83,4 მლრდ დოლარით
  7. ჰონგ კონგი – 79,7 მლრდ დოლარით
  8. სამხრეთ კორეა – 49,1 მლრდ დოლარით
  9. ტაილანდი – 44,1 მლრდ დოლარით
  10. დიდი ბრიტანეთი – 42,9 მლრდ დოლარით
  11. ჩეხეთი – 41,7 მლრდ დოლარით, რაც მისი რეზერვების მეოთხედია
  12. ბრაზილია – 36,7 მლრდ დოლარით
  13. ისრაელი – 24,4 მლრდ დოლარით
  14. გერმანია – 23,9 მლრდ დოლარით
  15. იტალია – 20 ,8 მლრდ დოლარით
  16. საფრანგეთი – 19,2 მლრდ დოლარით
  17. აშშ – 18,7 მლრდ დოლარით

პროცენტული თვალსაზრისით, რეზერვები 2022 წლის პირველ 10 თვეში ყველაზე მეტად შრი-ლანკას 46%-ით და პაკისტანს 43%-ით შეუმცირდა. ახალი ზელანდიის აქტივების ღირებულება 38%-ით, მონღოლეთის 36%-ით, სინგაპურის 32%-ით, ხოლო პანამის 31%-ით შემცირდა. ჩილეს რეზერვებმა 26%-ით, ხოლო ჩეხეთის, საბერძნეთისა და მავრიკიის – სათითაოდ 24%-ით იკლო. „ფულადი ანტირეიტინგის“ ლიდერმა, შვეიცარიამ პროცენტული თვალსაზრისით რეზერვების 20% დაკარგა, ჩინეთმა – 6%, იაპონიამ – 15%, ხოლო რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვები ათი თვის განმავლობაში 13%-ით შემცირდა.

2022 წელს რეზერვების გაზრდა შეძლო:

  1. საუდის არაბეთი – 7,8 მლრდ დოლარით
  2. თურქეთი – 2,3 მლრდ დოლარით
  3. კატარი – 1,9 მლრდ დოლარით
  4. სამხრეთ აფრიკა – 1,1 მლრდ დოლარით

კვლევა მსოფლიოს ასი ეკონომიკის ეროვნული ცენტრალური ბანკების ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!