2022 წელი პოპულარულმა ონლაინ აუქციონმა Bring A Trailer შეაჯამა და წლის ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კომპანიის აუქციონზე წლის ყველაზე ძვირად გაყიდულ 10 ავტომობილს შორის არიან Ferrari, Bugatti, Mercedes-Benz, და Porsche. ხოლო ტიტული – „წლის ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი“ Ferrari LaFerrari Aperta-ს ერგო, რომელიც 5,360,000 მლნ დოლარად გაიყიდა.
რეიტინგში შემდეგ ადგილზეა Bugatti Chiron Pur Sport 3,800,000 მლნ დოლარად, მესამეზე კი Ferrari F50 3,305,000 მლნ დოლარად. შემდეგ პოზიციაზეა Mercedes-Benz 680 S Sport/4 2,800,000 მლნ და Mercedes-Benz 770K Four-Door Cabriolet by Voll &Ruhrbeck 2,555,555 მლნ დოლარად.
ცალკე გამოყოფილ ყველაზე ძვირად გაყიდული უგზოობის ავტომობილების რეიტინგს, აქ დომინანტია Mercedes G-Wagen, რომელიც პირველ 6 პოზიციაზე განთავსდა.