დღის სიახლეებიეკონომიკაუცხოური ბიზნეს სიახლეები

რამდენს გამოიმუშავებს მერაია კერი სიმღერით „All I Want for Christmas Is You“?

0
გაზიარება

ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, მუსიკალური პროდიუსერისა და მსახიობის, მერაია კერის მიერ 1994 წელს ჩაწერილი სიმღერა „All I Want for Christmas Is You“ საშობაო-საახალწლო დღესასწაულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტია. სიმღერა კერის მიერ ამავე წელს გამოშვებულ, რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში, „Merry Christmas“-ში შევიდა, რომელიც საშობაო თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს.

Luminate-ის მიხედვით, 2021 წელს სიმღერის მსმენლთა რაოდენობამ მხოლოდ აშშ-ში 1.7 მილიარდს გადააჭარბა. მათ შორის 48,000 მოდის ტრეკის ჩამოტვირთვებზე, 200 მილიონი – მოთხოვნილ აუდიო-სტრიმებზე, 52.5 მილიონი – ვიდეო-სტრიმებზე, 24 მილიონი კი დაპროგრამებულ სტრიმებზე. Billboard-ის შეფასებით, ამის წყალობით, მერაია კერიმ და მისმა ლეიბლმა, Sony Music-მა $1.3 მილიონი გამოიმუშავეს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტრეკის ფიზიკურმა გაყიდვებმა მომღერალს გასულ წელს დამატებით $378,000-ის შემოსავალი მოუტანა.

რაც შეეხება 2021 წელს სიმღერის გლობალურ ჩამოტვირთვებსა და სტრიმის რაოდენობას, ეს, შესაბამისად, 94,000-სა და 823 მილიონს შეადგენს. Billboard-ის დათვლებით, ამის წყალობით მიღებულმა შემოსავალმა $4.5 მილიონი შეადგინა. მათ შორის, ძირითადი ჩანაწერის შემოსავლიდან, Billboard-ის შეფასებით, მერაია კერის ჰონორარი 1.55 მილიონი აშშ დოლარია, Sony-ის კი – 2.95 მილიონი აშშ დოლარი.

საგამომცემლო ჰონორარმა, რომელსაც კერი სიმღერის თანაკომპოზიტორთან, უოლტერ აფანასეფთან იყოს, დამატებით 1.66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში „All I Want for Christmas Is You“-მ 2021 წელს გლობალური შემოსავლებიდან და ჰონორარებიდან $6.16 მილიონის გამომუშავება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!