დღის სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Sony და Honda ახალ ელექტრომობილს გამოუშვებენ

0
გაზიარება

იაპონური გიგანტები – Sony და Honda მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ და ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ.

ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიო სისტემაზე, ნავიგაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე კომპანია Sony იზრუნებს; უშუალოდ ავტომობილის დიზაინზე, სავალ ნაწილზე, ძრავასა და სხვა დეტალებზე კი Honda იმუშავებს, რომელსაც სატრანსპორტო ინდუსტრიაში მოღვაწეობის თითქმის 70-წლიანი გამოცდილება აქვს.

Afeela-ს პირველი ელექტრომობილი გასაყიდად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება და ის პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი, სადაც ამჟამად კომპანია Tesla დომინირებს.

Sony-Honda Mobility-ს დირექტორის, იასუიდე მიზუნოს განცხადებით, Afeela ელექტრომობილის მართვის უნიკალური გამოცდილება იქნება, რომელიც მძღოლსა და მგზავრებს ჯერ არნახულ კომფორტს, მოქნილობასა და დინამიკას შესთავაზებს.

Afeela-ს კონცეპტის წარდგენაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ელექტრომობილი საკუთარი საოპერაციო სისტემით აღიჭურვება, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა (A.I.) და გაფართოებული რეალობის (A.R.) ინტეგრირების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის, Apple CarPlay-სა და Android Auto-სგან განსხვავებით.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!