დღის სიახლეებისიახლეები

კარტოფილის იმპორტი 5 260%-ით, ხახვის კი 65%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2022 წლის დეკემბერში საქართველოში კარტოფილის იმპორტი 5 260%-ით, ხახვის კი 65%-ით გაიზარდა.ინფორმაციას East-fruit-ი აქვეყნებს. ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული საკვები პროდუქციის მოცულობა უკვე რეკორდულ ნიშნულზეა. „ცნობილია, რომ საქართველო არ არის დიდი ბაზარი, მაგრამ მეზობელ ქვეყნებს მაინც შეუძლიათ იქ ეძებონ საექსპორტო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ზამთარში“ – წერს გამოცემა.

East Fruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 17 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტირებული პროდუქცია შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე დაახლოებით 55%-ით მეტია (11 მლნ დოლარი 2021 წლის დეკემბერში). მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის შემდეგ ქართული ლარი გამყარდა, პროდუქციაზე ფასები მატულობს.

2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობით ყველაზე მეტად გაზრდილია კარტოფილის იმპორტი – 5 260%-ით.

ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:

კარტოფილი – 5 260%-ით მეტი პროდუქტი შემოვიდა, მისმა ღირებულებამ კი 1,5 მილიონი დოლარი შეადგინა;

  • ხახვი – 65%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 900 ათასი დოლარი;
  • კიტრი – 45%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 800 ათასი დოლარი;
  • პარკოსნები – 31%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 1,1 მლნ დოლარი;
  • ბადრიჯანი – 30%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 900 ათასი დოლარი;
  • ბერძნული თხილის გული – 28%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 1,1 მლნ დოლარი;
  • პომიდორი – 6%-ით გაიზარდა, იმპორტის ღირებულება 900 ათასი დოლარი;

იმპორტის ფასები, რომელიც მოიცავს პროდუქტის ღირებულებას, დაზღვევასა და საქართველოში ტრანსპორტირებას, საქონლის უმეტესობაზე გაიზარდა. თუმცა, წლის განმავლობაში ქართულ ლარში დიდად არ შეცვლილა. ფასების ცვლილების მიმართულების მიუხედავად, მოცულობის ცვლილება ყველა შემთხვევაში დადებითია იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში ხილის, თხილისა და ბოსტნეულის იმპორტის წამყვან ადგილს იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!