მონაცემები 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი 165 025 პირიდან, 7 318 იურიდიული პირია, ხოლო 157 707 – ფიზიკური.
ბიურო ცნობით, გასული წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, რეესტრიდან ამოირიცხა ჯამში 124 199 პირი, აქედან 118 134 – ფიზიკური, ხოლო 6 065 იურიდიული პირია.
2021 წლის მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში 154 308 პირი მოხვდა, საიდანაც 149 251 ფიზიკური, 5 057 იურიდიული პირი იყო. რეესტრიდან კი ამოირიცხა 133 605 პირი, საიდანაც 129 676 ფიზიკური, ხოლო 3 929 იურიდიული პირია.