ბიზნესიდღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებიპროფესიული განათლებატრენინგ ცენტრები

ქართული ღვინის გილდია აცხადებს რეგისტრაციას პროგრამაზე – მევენახეობის მოკლე კურსი

0
გაზიარება

პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ -45% დაფინანსების ფარგლებში ქართული ღვინის გილდიამ გამოაცხადა მიღება პროფესიული გადამზადების მოკლე პროგრამაზე „მევენახეობის მოკლე კურსი“.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:

  • საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური მიკროზონები;
  • კულტურული ვაზის ჯიშების კლასიფიკაცია გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ზონების მიხედვით;
  • ვაზი და გარემო: ბუნებრივი, ეკოლოგიური ფაქტორები;
  • გეოგრაფიული მდებარეობა;
    საქართველოს მევენახეობის რეგიონების ნიადაგის ტიპები. ნიადაგის ტექსტურა, სტრუქტურა;
  • ვენახის მექანიზაცია: გამოსაყენებული მანქანა-ტრაქტორები; ყურძნის საკრეფი კომბაინები.
  • სავენახე ნაკვეთის მომზადება, ნიადაგის დამუშავება, განოყიერება;
  • ვაზის ინდივიდუალური და მუდმივი საყრდენი სისტემები და მათი მოწყობა; სარწყავი სისტემები.
  • ვაზის სხვლა – ფორმირების ვადები, წესები; ვაზის შეყელვა (დაკავება),
    აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, ვაზის მწვანე ოპერაციები; მწვანე რთველი;
  • ვაზის მავნებლები და დაავადებები; მცენარეთა დაცვა ინტეგრირებული მეთოდებით, ქიმიური და ორგანული საშუალებების გამოყენების უსაფრთხოების წესები
  • ბიო (ორგანული), ბიოდინამიური და ნატურალური მევენახეობის თავისებურებანი; ბიო პროდუქციის წარმოების ინსპექტირება, სერტიფიცირება და ბაზარზე განთავსება.
  • რთველის დაწყების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა; რთველის ორგანიზება; ყურძნის დახარისხება: სასუფრე და საქიშმიშე ჯიშების ყურძნის კრეფა და შენახვა.პრაქტიკა:
    “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ – ქართული ადგილობრივი და ინტროდიცირებული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნერგების დათვალიერება, დესკრიპტორების გაცნობა; ვენახში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობა.

პროგრამის ხანგრძლივობა – 3 თვე

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (არასამუშაო საათებში)

კურსის საფასური — 1550 ლარის ნაცვლად —  852 ლარი(თვეში 284 ლარი).

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 23 დეკემბრიდან

ვებ.გვერდზე: www.vet.emis.ge

პროგრამის ხელმძღვანელი და ლექტორი – ლევან უჯმაჯურიძე

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორ ენოვანი სერტიფიკატი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის:
579 210 914; 577 122 118
[email protected]

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!