“Chveni-ჩვენი” ორი ახალი ობიექტი თბილისსა და ბაკურიანში
შეფ გურამ ბაღდოშვილისგან ბაკურიანსა და თბილისში, დამატებით ორი ახალი ობიექტი მომხმარებლის მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა. შეფის გადაწყვეტილებით ბაკურიანში განახლებულ გარემოში ახალი სივრცე- „კოხტა ბაკურიანი“ გაიხსნა, რომელიც კოხტა მიტარბის გზაზე, სასტუმრო რუმსის პირდაპირ მდებარეობს.
„კოხტა ბაკურიანის“ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა შეფ გურამის საავტორო რეცეპტებით დამზადებული, როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულოს კერძები დააგემოვნონ.
ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის საყვარელი კერძი მოიძებნება, მათ შორის როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ბურგერი, პიცა და სხვა.
რაც შეეხება მეორე ობიექტს სახელწოდებით „ტაი-ტაი“ ბაზარი ორბელიანზე მდებარობს, სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო ტაილანდელი შეფის მიერ მომზადებული აზიური – პანანგ სტილის კერძები. პად ტაი ნუდლსი, ტომ იამი და გიოზა,
რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
მისი კონცეფცია მთლიანად ტაილანდური სამზარეულოა. ფუდ & მარკეტში აზიური სამზარეულოს მოყვარული დიდი რაოდენობის მომხმარებლებიდან გამომდინარე განსხვავებულ ლოკაციაზე, ტაილანდურ სამზარეულოზე ორიენტირებული ობიექტი გაიხსნა.