საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი ციფრული ვალუტის, „ბიტკოინის“ ფასმა 21,000 დოლარს მიაღწია და 7.5%-ით გაიზარდა.
მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, „ეთერის“ ღირებულებამ 9.7%-ით მოიმატა, საგრძნობლად გაძვირდა „კარდანო“, და „დოჯქოინიც“. მთლიანი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა.
ბიტკოინის ფასი 16,000-17,000 დოლარის ფარგლებში იყო გაჭედილი კვირების განმავლობაში და ზრდა დაიწყო გასული კვირიდან, როდესაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასების მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფლაცია იანვარში დეკემბერთან შედარებით მცირდება. ფედერალური რეზერვი კი საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის შენელებას იწყებს, თუმცა მონეტარულ პოლიტიკას მანამ გაამკაცრებს, სანამ ინფლაცია არ მოითოკება.