ქალთა და მამაკაცთა დასაქმების გლობალურ მაჩვენებელს შორის 24,9%-იანი სხვაობაა,ხოლო ყოველ უმუშევარ მამაკაცზე ორი უმუშევარი ქალია. ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labour Organization-ILO) მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ILO-ს მიხედვით, 2022 წელს ქალთა დასაქმების გლობალურმა მაჩვენებელმა 47,4%, ხოლო მამაკაცებისას – 72,3% შეადგინა. ეს 24,9%-იანი სხვაობა ნიშნავს იმას, რომ ყოველ ეკონომიკურად არააქტიურ, ანუ უმუშევარ მამაკაცზე ორი უმუშევარი ქალი მოდის.
უმუშევრობის დონე 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში, ზრდასრულებთან შედარებით, სამჯერ მეტია. ხუთი ახალგაზრდიდან ერთზე მეტი, ანუ 23,5% არ მუშაობს, არ სწავლობს ან პროფესიულად არ ემზადება.