დღის სიახლეებისიახლეები

Tegeta Approved-მეორადი ავტომობილების ციფრული გაყიდვების ინოვაციური პორტალი

0
გაზიარება

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და Pulsar-ის გუნდის კოლაბორაციით Tegeta Approved მეორადი ავტომობილების ციფრული გაყიდვების ინოვაციური პორტალი შეიქმნა,რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს და შეიძინოს მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილები, ასევე ციფრულ პორტალზე არსებული მანქანების გაყიდვა და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.

Tegeta Approved-ზე განთავსებული თითოეული ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, სრულყოფილად არის შემოწმებული „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, შეფასებულია 150-პუნქტიანი სისტემით და მოჰყვება ერთიდან ხუთ წლამდე გარანტია. Tegeta Approved-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია აუქციონსა და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი, სუფთა ისტორიის მქონე, 7 წლამდე ასაკის ავტომობილებით, რომელთა მაქსიმალური გარბენი 160 000 კმ-ია.

„საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზარი საკმაოდ ქაოსურია. მომხმარებელს აქვს ორი არჩევანი: თავად ჩამოიყვანოს ან ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გარანტია, რომ ავტომობილი ნამდვილად გამართულია. „თეგეტა ეფრუვდით“ მანქანის ყიდვას ის უპირატესობა აქვს, რომ აქ შეძენილი ავტომობილი შემოწმებული და ხარისხიანია. მომხმარებელს აღარ უწევს ზედმეტი ხარჯის გაღება და სხვადასხვა დეტალის შესამოწმებლად სიარული. „თეგეტა ეფრუვდის“ მომხმარებლებს ვუქმნით შესაძლებლობას, რომ მეორადი ავტომობილები სრულიად განსხვავებული მიდგომით შეიძინონ – მათთვის სასურველი მანქანა შეარჩიონ ვებგვერდზე, ადგილზე დეტალურად დაათვალიერონ, ტესტრდაივზე გამოცადონ და ყიდვის შემდეგ საგარანტიო მომსახურებითა და საკონსულტაციო სერვისით ისარგებლონ“- ლაშა ფეიქრიშვილი, „Tegeta Approved“-ის დირექტორი

Tegeta Approved-ის მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა Pulsar-ის გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც მოიცავს მონაცემების დამუშავების ისეთ მიდგომას, რომელიც თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ სერვისს ქმნის.

„თეგეტასა“ და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შევქმენით მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ცვლის მეორადი ავტომობილის ყიდვის, გაყიდვისა და გადაცვლის გამოცდილებას. პლატფორმის უპირატესობა ორი გუნდის გამოცდილების სინთეზია. ერთი მხრივ, „თეგეტა“, როგორც ბაზრის ლიდერი ავტოინდუსტრიაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში და მეორე მხრივ, პულსარის გუნდი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ლიდერი საერთაშორისო პროდუქტის შექმნის ექსპერტიზით“-სოფო ჭყოიძე, Pulsar-ის თანადამფუძნებელი

„შეიძინე ონლაინ“ ღილაკზე დაწკაპუნებით აფიქსირებთ, რომ დაინტერესებული ხართ მისი შეძენით, რის შემდეგაც გიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი, გიჯავშნით ვიზიტს და შოურუმში ნახულობთ შერჩეულ ავტომობილს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მანქანის ტესტდრაივზე გამოცდა თბილისში, ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე. შეძენისას თანხას გადაიხდით ადგილზე, უნაღდო ანგარიშსწორებით ან შეგიძლიათ, ისარგებლოთ ბანკისა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით.

Tegeta Approved-ის პორტალზე შეარჩევთ სასურველ მოდელს, უფასოდ გადაამოწმებთ ვინკოდს და გაეცნობით ავტომობილის ისტორიას.

ავტომობილის გასაყიდად ან ძველის ახლით ჩასანაცვლებლად მოთხოვნას არეგისტრირებთ „თეგეტა ეფრუვდის“ პლატფორმაზე, რის შემდეგაც გიკავშირდებათ შესყიდვების მენეჯერი და გინიშნავთ ვიზიტს.

ავტომობილის ჩაბარების შემთხვევაში, ის უნდა იყოს მაქსიმუმ შვიდი წლის და გავლილი არ უნდა ჰქონდეს 160 000 კმ-ზე მეტი. შოურუმში ავტომობილის მიყვანისას ექსპერტები განსაზღვრავენ მის საბაზრო ღირებულებას და თანხას ჩაგირიცხავენ შეფასებიდან ერთ სამუშაო დღეში.

თუ ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება გსურთ, ამ შემთხვევაში ავტომობილის წლოვანებასა და გარბენში შეზღუდვა არ გექნებათ. ახალ ავტომობილს სრულად გამოაკლდება ძველის თანხა და მხოლოდ სხვაობის დამატება მოგიწევთ.

„თეგეტა ეფრუვდის“ ავტომობილებს მოჰყვება მინიმუმ ერთწლიანი გარანტია, რომელიც ვრცელდება ძრავაზე, გადაცემათა კოლოფსა და ხიდებზე. მომხმარებელს საგარანტიო ვადის გახანგრძლივება შეუძლია ყოველი 30 000 კმ-ის გავლის შემდეგ იმ დრომდე, სანამ ავტომობილი, ჯამში, 190 000 კმ-ს არ გაივლის.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!