ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო ევროპასა და ჩინეთში ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდამ.ელექტრომობილებზე მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების 10% მოდის – წერს LMC Automotive.
ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილებზე მოდის გაყიდული ავტომობილების 11%, ხოლო ჩინეთში 19%. რაც შეეხება ელექტრომობილებს და პლაგინჰიბრიდების გაყიდვებს, ევროპაში მათი წილი 20,3%-ია.
შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წილს მსოფლიოს მასშტაბით შემცირებულია, მხოლოდ 1%-ით 80,6 მილიონამდე. LMC-ის ცნობით, მათი წილი 8%-ით შემცირდა შტატებში, 7%-ით ევროპაში, ხოლო 4%-ით ჩინეთში.