დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ფქვილის დაახლოებით, სამი თვის მარაგია

0
გაზიარება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში ფქვილის მარაგის რაოდენობა დაახლოებით, 60 000 ტონაა, რაც მისი გათვლებით სამი თვის მარაგია.

დოლიძის თქმით 2023 წლის მეორე ნახევრიდან პურის დამზადებაში ახალი წესები შემოდის, რომელიც სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს და ტექნოლოგიურ პარამეტრებს ეხება.ახალი წესებისთვის საჭიროა სპეციალურმა სამსახურმა სამი გაიდლაინი მოამზადოს.

„ამ წლის მეორე ნახევრიდან ახალი რეგულაციები შემოდის, ეს რეგულაციები დროულია. პურის დამზადებაში წესები შემოდის, რომელიც დაცული უნდა იყოს. ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური წესები, ტექნოლოგიური პარამეტრები, ყველა მანქანა-დანადგარებზე ახალი წესები იქნება. მინდა შესაბამის სამსახურს მივმართო, რომ ტრენინგები ჩაატარონ, რომ ამ ხალხს რას ვთხოვთ, იცოდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მომზადდეს სამი გაიდლაინი, რომელიც აჩვენებს მცირე, საშუალო და დიდი წარმოებისთვის რა მოთხოვნებია. შესაბამისად, ამ გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნები იქნება. გასული წლის ბოლოს მიგვიწვია სურსათის უვნებლობის სამსახურმა, სადაც ეს საკითხი გაჟღერდა და თქვეს, რომ ეს ე.წ. ჰასპის კანონმდებლობა ყველგან დაინერგება.ქართული ფქვილის საშუალო ფასი და რუსეთიდან შემოსული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს დაუახლოვდა და 70 ლარის ფარგლებში იყო. დღეს დაახლოებით, 5 ლარით შემცირდა ფქვილის ღირებულება. საქართველოში ჯერ არის გარკვეული მარაგი სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს მარაგი შექმნილია. მე ვიცი, რომ დაახლოებით, 60 000 ტონაზე მეტი ხორბალი და ფქვილია შემოსული. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მარტის თვემდე აქ თავის ტკივილი ფასებზე და წარმოებაში არ იქნება. რა თქმა უნდა, პრობლემები წარმოებაში გვაქვს, კვალიფიციური მუშახელის ძალიან დიდი გადინებაა, საუბარია ხელფასებზე. აგრეთვე, ძალიან გაძნელებულია დისტრიბუციის საკითხები ქალაქის გადატვირთვის გამო. კარგი იქნება, კვების პროდუქტებზე ღამის მიღებები დაწესდეს“, – აღნიშნა დოლიძემ.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის განმარტებით, დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით 66-67 ლარია და ისინი პურის ფასზე ცვლილებას არ ელოდებიან.

„რაც შეეხება ფქვილს, ფქვილის მარაგი არის – 60 000 ტონაზე მეტია, ეს დაახლოებით, სამი თვის მარაგია. თუ შევადარებთ გასულ წელს, ამ მხრივ წლევანდელი წელი ბევრად უკეთესია იმიტომ, რომ მაშინ ფიქსირდებოდა 500 დოლარამდე ხორბლის ღირებულება და ახლა ეს ფასები შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ეს კიდევაც აისახება ფქვილის ღირებულებაზე. დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით, 66-67 ლარია. ასევე, პურის ფასზე ცვლილებას არ ველოდებით“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!