21 იანვარს, 17:00 საათზე, „ინნ ჯგუფის“ რიგით მეექვსე და გორში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იხსნება.
საღამოს, როგორც ტურიზმის სექტორის და მთავრობის, ასევე, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები
დაესწრებიან.
სასტუმრო „გორი ინნ“ 120 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება, სასტუმროში პრემიუმ კლასის სპაცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც აუზს, საუნებს, თურქულ ჰამამს და სპორტ დარბაზს აერთიანებს, ასევე, საკონფერენციო დარბაზს და მარანს, რომელშიც დამსვენებლებს შეეძლებათ ქართული ღვინის დაგემოვნება.
„გორი ინნში“100-ზე მეტი ადგილობრივი კადრია დასაქმებული, ინვესტიციის მოცულობა კი 20 მილიონ
ლარზე მეტია.
„ინნ ჯგუფი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, სასტუმროები-„ივერია ინნ“,
როიალ ინნ“,„ბაკურიანი ინნ“,„გუდაური ინნ“, „ქუთაისი ინნ“,„გორი ინნ“
საწარმოები-„ალუტექჯორჯია “თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
სამშენებლო კომპანია-„ინნ დეველოპმენტი“
საკონტაქტო პირი:
ლანა ბლიაძე-„ინნ ჯგუფის“ პიარისა და მარკეტინგის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი 577215070
სასტუმრო„ გორიინნ“- დ.გურამიშვილის 1