საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რძის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა, 2022 წელს ქვეყანაში 55.8 მილიონი დოლარის რძე და ნაღები (შაქრით ან შაქრის გარეშე) შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 19.6 მლნ-ზე, 184.7%-ით მეტია.
5 იმპორტიორის ჩამონათვალი:
- ბელარუსი – $13.2 მლნ;
- ირანი – $11.9 მლნ;
- უკრაინა – $5.4 მლნ;
- რუსეთი – $3.9 მლნ;
- ნიდერლანდები – $3 მლნ დოლარი.
2022 წელს 20.4 ტონა რძე და ნაღები შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 16.3 ტონაზე, 25.2%-ით მეტია.
საქსტატის 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, რძის, ყველისა და კვერცხის ჯგუფში ფასები 17.5%-ითაა მომატებული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.