პირველი იანვრიდან მოყოლებული დღემდე Bitcoin-ის ფასი 37%-ით გაიზარდა და 22 700 დოლარს მიაღწია.
აშშ-ს ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის დაკლებამ, გავლენა იქონია როგორც ტრადიციულ აქტივებზე, აქციებსა და ბონდებზე, ასევე კრიპტოვალუტების ფასებზე. აშშ-ში ზედიზედ მეექვსე თვეა იკლებს ინფლაციის მაჩვენებელი და გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 6.5% შეადგინა, ეს კი მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას იძლევა.
კრიპტოვალუტების ფასებზე გავლენა იქონია აშშ დოლარის კურსის გაუფასურებამაც, რასაც ასევე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის შენელება იწვევს.
Bitcoin-ის შემდეგ საბაზრო კაპიტალიზაციით რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Ether-ის ფასმაც 36%-ით მოიმატა და 1630 დოლარს მიაღწია. საერთო ჯამში, კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
Genesis-ს კრედიტორებისგან 3 მილიარდ დოლარამდე ვალი აქვს აღებული, მათ შორის, 900 მლნ დოლარი Gemini-სგან და 280 მლნ დოლარი Bitvavo-სგან. კომპანიის თანახმად, ნაღდი ფულის სახით ის ამჟამად მხოლოდ 150 მილიონ დოლარს ფლობს.Gensis-ის გაკოტრებაზე გავლენა იქონია მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, სემ ბენქმენ ფრიდის FTX-ის ჩამოშლამ, რომლისთვისაც ის ერთ-ერთი მსხვილი მსესხებელი იყო. კომპანიამ ტრანზაქციები სწორედ FTX-ის გაკოტრების შემდეგ, ნოემბერში შეაჩერა.