2022 წლის ბოლოს Telegram-მა ტრაფიკით პირველად გადაუსწრო WhatsApp-ს და მომავალი წლისთვის შესაძლოა, კონკურენცია Meta-საც გაუწიოს – „ვედომოსტი“
Telegram-ის ტრაფიკის წილმა მესინჯერების მთლიანი მოცულობის 60-80%-ს გადააჭარბა. WhatsApp-ის ტრაფიკი არც იზრდება და არც იკლებს, მაშინ, როცა Telegram-ის ტრაფიკმა 2022 წელს მას გადაუსწრო და ზრდას აგრძელებს.2023 წლის იანვრის პირველ ორ კვირაში წლიური თვალსაზრისით ზრდამ 68% შეადგინა.
Telegram-ის წილი, დაახლოებით, 80%-ს შეადგენს და მომხმარებლის აქტივობით WhatsApp-ზე წინაა, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობით WhatsApp სხვა მესინჯერებს უსწრებს. Telegram ტრაფიკში ლიდერის პოზიციას 2022 წლის მარტიდან ინარჩუნებს. დეკემბრის ბოლო ორ კვირაში მისი წილი მესინჯერების მთლიან ტრაფიკში 61%-ს, ხოლო WhatsApp-ის 28%-ს შეადგენდა. 2023 წლის იანვარში Telegram-ის წილი 62%-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა WhatsApp-ის 27%-მდე შემცირდა.
მომხმარებელთა რაოდენობით Telegram-ს WhatsApp-ისთვის ჯერ არ გადაუსწრია და მეორე ადგილზეა, თუმცა ის ყველაზე სწრაფად მზარდი მესინჯერია, რომლის წილიც WhatsApp-ს 4-5 ჯერ აღემატება.