საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გასულ წელს 114 392 795 ლარს, წინა წლის განმავლობაში კი – 78 406 677 ლარს შეადგენდა,რაც 46%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
2022 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან – 54 243 248 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 6 336 147 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) – 15 237 518 ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 37 574 855 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი – 38 575 760 ლარი იყო.