დღის სიახლეებისიახლეები

M&M’s რეკლამიდან ე.წ. მოლაპარაკე კანფეტებს აღარ გამოიყენებს

0
გაზიარება

Mars-ის კუთვნილი და შოკოლადის მწარმოებელი კომპანია M&M’s რეკლამებში გამოგონილ პერსონაჟებს, ე.წ. მოლაპარაკე კანფეტებს (spokescandies) დროებით აღარ გამოიყენებს. მიზეზი მათი გარეგნობის ცვლილებით გამოწვეული კრიტიკაა. ამის შესახებ კომპანიის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

რეკლამიდან წითელი და ყვითელი გმირები გაქრებიან, რომელთა სახეებიც ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გამოიგონეს. მოლაპარაკე კანფეტების ნაცვლად, ბრენდს ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, მაია რუდოლფი წარადგენს. The Wall Street Journal-ის თანახმად, ის მთავარ როლს ითამაშებს M&M’s-ის რეკლამაში, რომელიც თებერვალში ნაციონალური საფეხბურთო ლიგის საფინალო მატჩისთვის, ანუ Super Bowl-ისთვის გამოვა.

„გასული წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ ჩვენი საყვარელი მოლაპარაკე კანფეტების გარეგნობაში. ჩვენ არ გვეგონა, რომ ამ ცვლილებებს ვინმე შეამჩნევდა და ეს გადაწყვეტილება ინტერნეტს ააფეთქებდა. თუმცა ახლა გვესმის, რომ მოლაპარაკე კანფეტების ფეხსაცმელიც კი შესაძლოა, საზოგადეობის გამყოფი გახდეს, რაც M&M’s-ს ყველაზე მეტად არ სურდა, რადგან ჩვენ ყოველთვის ხალხის გაერთიანებას ვცდილობდით,“ – ნათქვამია M&M’s-ის განცხადებაში.

M&M’s-მა პერსონაჟების რედიზაინს გასული წლის დასაწყისში მიმართა. კერძოდ, კომპანიამ ქალის სტილის „მწვანე კანფეტის“ მაღალქუსლიანი ჩექმები სპორტული ფეხსაცმლით ჩაანაცვლა, რომ მისი ზედმეტი სექსუალიზაცია თავიდან აეცილებინა და პერსონაჟი უფრო თანამედროვე გაეხადა. ამასთან, მწარმოებელმა „ყავისფერი კანფეტის“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც უფრო დაბალი და კომფორტული ქუსლიანი ფეხსაცმლით შეცვალა. ამის გარდა, ექვს მოლაპარაკე პერსონაჟს სექტემბერში კიდევ ერთი ქალი პერსონაჟი, „იისფერი კანფეტი“ დაემატა, რომელსაც ბოდიპოზიტივი უნდა გამოეხატა. ცვლილებებმა ინტერნეტში ცხარე კამათი გამოიწვია.

მიმდინარე თვეში კომპანიამ კანფეტების სპეციალური ხაზი შეფუთვაზე მხოლოდ ე.წ. ქალი კანფეტების გამოსახულებით გამოუშვა, რომ ხაზი გაესვა „მსოფლიო ქალებისთვის, რომლებიც სტატუსკვოს ცვლიან.“ გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცათ, რომლებიც ქალთა მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!