დღის სიახლეებისიახლეები

პარიზში ქართული სამზარეულო „მომე“ სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება

0
გაზიარება

„მომე“-ს დამფუძნებლის,ბარბარა ხარხელაძის თქმით, სამზარეულო მომხმარებლებს ხინკალს, ფხალეულს და სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურს შესთავაზებს.ხარხელაძეს მიაჩნია, რომ ქართული გემოები ფრანგების გემოვნებაში ჯდება, რაც დიდი დაინტერესების იმედს აძლევთ.

„სამზარეულო თებერვლის პირველ რიცხვებში უკვე ჩაეშვება სხვადასხვა პლატფორმებზე. მომხმარებლებს აქ ერთგვარი მენიუების შეძენა შეეძლებათ, რომელშიც ფხალი, ხინკალი და ხაჭაპური იქნება გაერთიანებული. წინასწარ ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ფრანგებისთვის ეს გემოები ძალიან მისაღებია, განსაკუთრებული პოპულარობით ფხალეული სარგებლობს, რადგან ვეგანურია, უგლუტენოა და ყველას გემოვნებას ერგება,“ – განაცხადა ბარბარა ხარხელმა.

„მომეს“სამზარეულოს შექმნისას ორი მთავარი მოტივი უძღოდა წინ : საფრანგეთში მცხოვრები ქართველებისთვის მონატრებული კერძების მიწოდება და ქართული გემოების პოპულარიზება.

„პარიზში არის რამდენიმე ქართული რესტორანი, თუმცა, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მიწოდების სერვისი კი საერთოდ არ არსებობდა, ჩემი მიზანი კი ისეთი ობიექტის შექმნა იყო, რომელიც დიდ მასებზე გავიდოდა. სახელიც ისეთი შევარჩიეთ, რომელიც ქართულიც იქნებოდა და ფრანგულადაც მარტივად გამოითქმებოდა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი კონკურენტი არა თავად ფრანგული სამზარეულო, არამედ სწრაფი კვების ობიექტები, პიცა და ბურგერია, რომელსაც ვფიქრობთ, რომ კონკურენციას გავუწევთ,“ – განმარტავს ბარბარა ხარხელი.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!