აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირად სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ის აქვეყნებდა ციფრული სავაჭრო ბარათების სერიას, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს ასახავდა.
სოციალური პლატფორმა Truth Social ტრამპმა 2021 წლის ოქტომბერში შექმნა. იგი Facebook-ისა და Twitter-ს ძლიერ ცენზურაში ადანაშაულებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი პირადი მედია პლატფორმა დაეფუძნებინა.
თავად NFT, რომელიც 45 000 ციფრული ბარათისგან შედგება, რეკორდულ დროში, ერთ დღეში მთლიანად გაიყიდა. ერთი NFT 99 დოლარად იყო ხელმისაწვდომი. ყველაზე სახალისო კი მისი შინაარსი იყო. თითოეული ციფრული ბარათი ტრამპის გამოსახულებით სხვადასხვა თემატიკას ასახავს, ზოგიერთი მაგთანი არარაელისტურიც კი არის. მაგალითად: ტრამპი როგორც ასტრონავტი, მრბოლელი, მოჭიდავე და ა.შ.
მხოლოდ ამ მეთოდით ტრამპმა ერთ დღეში 4,45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მედიის ინფორმაციით აქედან გარკვეული თანხები, სავარაუდოდ, მის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში დაიხარჯება.