დღის სიახლეებისიახლეები

სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს

0
გაზიარება

ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს, რომელის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით.

პროგრამის ბენეფიციარია ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 ან მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითიმაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება  ან  ეს მაჩვენებელი არ აღემატება 200-ს და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით, იგი არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.

დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, ბავშვი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ხოლო მშობელი საქართველოს მოქალაქე / საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე.

ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ მამას/ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება (ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად) წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების . შემთხვევაში – საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
  2. კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
  3. მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;
  4. საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად.

ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (ბავშვის 2 წლის ასაკის შერულების თვის ჩათვლით) და შეადგენს:

მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 200 ლარს,

ხოლო სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 150 ლარს.

(მეორე და მესამე ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპისცალი).

ფულადი დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის (შესაბამისი წყაროს მითითებით) წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

განცხადებით მიმართვისას – განცხადება;

ბენეფიციარის გარდაცვალებისას – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია;

ბენეფიციარის 2 წლის ასაკის შესრულების თვის მომდევნო თვიდან;

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ზედიზედ ორი თვის განმავლობაში, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენილი წესით გადამოწმებისას, არ დასტურდება ბენეფიციარის მიმართ დახმარებაზე უფლების განმსაზღვრელი გარემოებები, დახმარება შეწყდება შეჩერების დღიდან, მიუხედავად ოჯახის ბოლო გადამოწმების შემდეგ წარმოშობილი/გაცხადებული გარემოებებისა;

ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს;

თუ ბენეფიციარი იმყოფება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში (რეინტეგრაცია/მინდობითი აღზრდა, თავშესაფარი და სხვა);

სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

შეწყვეტის შემდეგ დახმარების ახლიდან დანიშვნა განხორციელდება საერთო წესით (ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან).

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!