ფოთის პორტში CMA CGM-ის ახალი სერვისის პირველი გემი მიიღეს, M/V Maren-ი რეგულარულად იმოძრავებს პირეუსის, ამბარლისა და ფოთის პორტებს შორის- ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალსი“ ავრცელებს.
„გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, სადაც ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთების წილი განსაკუთრებით დიდია, ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ CMA CGM-ის ახალი Caucasus Georgia Express სერვისი, და დამატებითი წვლილი შევიტანოთ რეგიონული ბაზრის მდგრად განვითარებაში“,- განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის კომერციული დირექტორმა იენ როლინსონმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 1118 TEU ტევადობის გემი ფოთის ნავსადგურში დაახლოებით ათ დღეში ერთხელ შემოვა და დააკავშირებს საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან.