საფრანგეთში „უშნო“ ხილბოსტნეულის მიტანის სერვისი ამოქმედდა
საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში არათანაბარი ფორმისა და ფერის ანუ „უშნო“ ხილბოსტნეულის მიტანის სერვისი ამოქმედდა-„ევროპუსლი“
„უშნო“ ხილ-ბოსტნეულისგან შემდგარ სასურსათო კალათას კომპანია მყიდველებს ფასდაკლებით სთავაზობს. მუშაობის პირველივე თვეებში სერვისი მომხმარებლებს ყოველკვირეულად ხილ-ბოსტნეულის ასამდე კომპლექტს აწვდიდა.
საფრანგეთში სურსათის, დაახლოებით, 20% იყრება. ხილ-ბოსტნეულის უმეტესი ნაწილი მხოლოდ არათანაბარი ფორმის გამო ხვდება ნაგავსაყრელზე.
კომპანია ასეთ პროდუქტს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს, რომლებსაც მანამდე „უშნო“ მოსავლის მოშორება იმიტომ უწევდათ, რომ სუპერმარკეტები გასაყიდად მათ მიღებაზე უარს ამბობდნენ. მოვაჭრეების არგუმენტით, მყიდველებში ესთეტიურად მიმზიდველი ბოსტნეული და ხილი არის მოთხოვნადი.
დანიაში „უშნო“ ხილ-ბოსტნეულს ჯერ კიდევ 2018 წლიდან აღარ ყრიან და სუპერმარკეტებში ფასდაკლებით ყიდიან. ამ ინიციატივის შედეგად 2021 წლისთვის, ანუ ორი წლის გნმავლობაში დანიელებმა ნაგავსაყრელისგან 370 ტონა ესთეტიურად არამიმზიდველი, თუმცა მაღალი ხარისხის, გემრიელი პომიდვრის, კიტრის, სტაფილოსა და სხვა ხილ-ბოსტნეულის გადარჩენა შეძლეს. შემოსავლის ნაწილი პროექტის ავტორს, დანიურ ორგანიზაცია Stop Wasting Food-ს ერიცხება. ეს ინიციატივა Stop Wasting Food-მა, დანიის პომიდვრის უმსხვილეს მწარმოებელ Alfred Pedersen & Søn ApS-თან ერთად, 2017 წლის თბილი ზაფხულის შემდეგ წამოიწყო, როცა მოსავალში უსახო პომიდორი ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით იყო. ყველაზე ხშირად „უშნო“ ხილ-ბოსტნეულს 18-დან 34 წლამდე ასაკის დანიელები ყიდულობენ.