2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა,ხოლო 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი 63 860.
2022 წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან საექსპორტო ჯგუფებში მეორე ადგილზე, ხოლო იმპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის პირველ ადგილზეა.
ქვეყანები, სადაც საქართველოდან 2022 წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა:
- აზერბაიჯანი – 30 452 ერთეული ავტომობილი (308.4 მლნ აშშ დოლარი)
- უკრაინა – 12 673 ერთეული ავტომობილი (119.8 მლნ აშშ დოლარი)
- სომხეთი – 11 932 ერთეული ავტომობილი (144.7 მლნ აშშ დოლარი)
- ყაზახეთი – 7 352 ერთეული ავტომობილი (104.4 მლნ აშშ დოლარი)
- ყირგიზეთი – 7 441 ავტომობილი (70.9 მლნ აშშ დოლარი)
- რუსეთი – 5 395 ერთეული ავტომობილი (75.6 მლნ აშშ დოლარი)
- ტაჯიკეთი – 2 610 ავტომობილი (17.2 მლნ აშშ დოლარი)
- ბელგია – 540 ავტომობილი (24.7 მლნ აშშ დოლარი)
- მოლდოვა – 313 ავტომობილი (3.082 მლნ დოლარი)
- ბელარუსი – 230 ერთეული ავტომობილი (6.4 მლნ აშშ დოლარი)