საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი), 2023 წლის იანვარში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15%-ითაა მომატებული წლიურ ჭრილში. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 26.5%-ით ბოსტნეული და ბაღჩეულია გაძვირებული.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 47.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 35.8 მლნ აშშ დოლარზე, 32.7%-ით მეტია.
2023 წელს იმპორტირებული ბოსტნეულის ღირებულება 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია, იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს, 60.3 მლნ აშშ დოლარს კი 2011 წელს მიაღწია.
საქართველოსთვის ბოსტნეულის უმსხვილესი მიმწოდებლებია:
- თურქეთი – 26.6 მლნ აშშ დოლარი;
- უზბეკეთი – 6.1 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 3.6 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი – 1.9 მლნ აშშ დოლარი;
- ირანი – 1.7მლნ აშშ დოლარი.
2022 წელს საქართველოდან გატანილი პროდუქციის ღირებულება თითქმის განახევრდა და 14.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021-ში მაჩვენებელი რეკორდული 28.6 მლნ აშშ დოლარი იყო. ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქცია ქვეყნიდან რუსეთში (6.6 მლნ აშშ დოლარი), სომხეთსა (3.5 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანში (1.9 მლნ აშშ დოლარი) გადის.