2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა.
ფასი არცერთ სერვისსა და მომსახურებაზე არ შემცირებულა. სამომხმარებლო საქონლის და სერვისების უმეტესობა გაძვირებულია.
სერვისი/მომსახურება, რომელზეც ფასი იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა:
- სანოტარო გადასახადი – 95.6%
- ასლის გადასახადი – 61.5%
- ბინის დაქირავების ღირებულება – 40%
- საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა – 34.4%
- სპექტაკლზე დასწრება – 32%
- მეტროპოლიტენით მგზავრობა – 31.3%
- მუზეუმის ბილეთი – 30.5%
- საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა – 22.5%
- ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ – 19.5%
- თერაპევტის კონსულტაცია – 18.4%
ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.