2022 წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში – 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა.
ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 828 629 ლარის აკუმულირება მოხდა.
გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით მიახლოებული იყო 2019 წლის შედეგი, როდესაც ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 206 322 089 ლარის მობილიზება მოხდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 26 191 825 560 ლარი შეადგინა.