კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული 16 მილიონი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა.
- დაფინანსება ქართული კომპანიების და ქალი მეწარმეების ხელშეწყობისათვის
- ქვე-სესხები გაიცემა ეროვნულ ვალუტაში გაცვლითი კურსით გამოწვეული რისკებისგან დასაცავად
- მომხმარებლები ისარგებლებენ ევროკავშირი საგრანტო პროგრამით და დონორებით დაფინანსებული საკონსულტაციო მომსახურებით
სესხი დენომინირებულია ეროვნულ ვალუტაში და მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების, ასევე, ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის წახალისებას საქართველოში.
ფინანსური პაკეტი შედგება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზისგან, 4 მილიონი დოლარი კი EBRD-ის ქალები ბიზნესში პროგრამის შემადგენელი ნაწილია და ხელს უწყობს ქალების მონაწილეობას ბიზნესში ფინანსებზე წვდომის ზრდისა და საკონსულტაციო მომსახურებას საშუალებით. პროგრამას საქართველოში მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთი.
კრედო ბანკი ასევე, მიიღებს 2 მილიონ დოლარს EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს, ინვესტიცია განახორციელონ ახალ აღჭურვილობაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებში, რათა გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. მსესხებლები მიიღებენ 15 პროცენტამდე გრანტს წარმატებული ინვესტიციის შემდეგ და ისარგებლებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხარდაჭერით. ამ ორ კომპონენტს აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.