დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„ტენე“-პირველი მწვანე USB კაბელია მსოფლიოში,რომელიც მეორადი პლასტმასის გამოყენებით იქმნება

0
გაზიარება

პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, „ჯინვენტორმა” კამპანია დაიწყო და მომხმარებლისთვის ეკომეგობრული კაბელი „ტენე” შეეთავაზებინა.

„ტენე“ მწვანე კონცეფციის USB კაბელია, რომლის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებენ, შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა. თავდაპირველად „ტენესთვის“ პროდუქციის წარმოება ჩინეთში ხდებოდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მასალების ეფექტურობის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს, ეს პროცესი საქართველოში გადმოეტანათ, რაშიც ჩვენი სააგენტოს სესხის თანადაფინანსების პროგრამა დაეხმარა.

„აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასას ბოთლებს და კომპანიას ჩააბარებს, საჩუქრად, „ტენეს” ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს.

„თავდაპირველად USB კაბელებს ჩინეთში ვბრენდავდით და ამერიკაში „ამაზონზე” ვყიდდით, მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტეთ, ისინი საქართველოში ჩამოგვეტანა და ონლაინ გაგვეყიდა“, – განაცხადა „ტენეს” დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა.

„ტენე” პირველი ქართული USB კაბელი და ამავდროულად, პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში, რომელიც მეორადი პლასტმასას გამოყენებით იქმნება.

„რამდენიმე წლის განმავლობაში „ტენეს” კაბელები თბილისში მზადდებოდა. 2022 წლიდან კომპანიამ გადაწყვიტა, აგვისტოს ომის დაზარალებულთა მხარდასაჭერად ქარხანა წეროვანში გადაეტანა. წეროვანის ქარხანაში 30 ადამიანი დასაქმდა და წარმადობაც გაიზარდა.

„ტენეს” გუნდი მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს ახალ პროდუქტებს სთავაზობს. უკრაინის მხარდასაჭერად კომპანიამ ელექტრო ველოსიპედი შექმნა, რომელიც სატერფულების დატრიალებითა და ბიჯური ძრავის მეშვეობით ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს. პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, „ჯინვენტორმა” კამპანია დაიწყო – მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასას ბოთლებს და მათთან ჩააბარებს, საჩუქრად, „ტენეს” ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს. ამჟამად, ტენე რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, რომელთა მიზანია, მყარი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება. ერთ-ერთი პირველი იქნება ბოთლების უკუ-ვენდინგ აპარატი, რომელიც მოსახლეობისგან ჩაიბარებს ბოთლებს და სანაცვლოდ დაურიცხავს ქულებს” – სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს” დამფუძნებელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!