მინის მწარმოებელმა აზერბაიჯანულმა კომპანია Glassica-მ, რომელიც დახურული სააქციო საზოგადოებაა, საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტი დაიწყო, საწყის ეტაპზე საქართველოში 3,5 ათასზე მეტი მინის ბოთლი გაიგზავნა.ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Report ავრცელებს.
Glassica სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტია, ხოლო თავად ინდუსტრიული პარკი აზერბაიჯანის ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაშია.
Glassica სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტად 2020 წლის ივლისში დარეგისტრირდა. კომპანია მინის დნობის HORN Glass Industries AG-ის გერმანულ ტექნოლოგიებს იყენებს, რომელსაც 125-წლიანი ისტორია აქვს.
ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე Glassica სხვადასხვა ტიპის ფერად ტარას (ბოთლებს) აწარმოებს.