“აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციაში აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით „ხაჭაპურის საშუალო ფასი წლიურად 19.7%-ით გაიზარდა.
„2023 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და 6.88 ლარსა (ბათუმი) და 7.25 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. ხაჭაპურის საშუალო ფასმა 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება. თვიურ ჭრილში საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 0.8%-ით ნაკლები იყო.
იანვარში წლიურმა ინფლაციამ ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასზე იმოქმედა: ყველი (+24.9%), რძე (+17.6%), საფუარი (+16.4%), კარაქი (+12.6%), ფქვილი (+10.9%), კვერცხი (+9.5%).
წლის ამ პერიოდში ფასების ზრდას, როგორც წესი, ადგილობრივი რძის წარმოების შემცირება და იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძის ნაღებით (მაგალითად, კარაქით) და რძის სხვა პროდუქტებით ჩანაცვლება იწვევს, რომლებიც ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. უკრაინაში რუსეთის ომმა რძის პროდუქტების მიწოდება შეაფერხა, რაც შესაძლოა, შესაბამისად, იწვევდეს საქართველოში იმპორტის გაძვირებას.