კომპანია The Walt Disney რეორგანიზაციის ფარგლებში 7 ათას თანამშრომელს დაითხოვს, რომლის მიზანია გაიზარდოს კომპანიის მოგება, რის შედეგადაც ხელმძღვანელობა 5,5 მილიარდი დოლარის ეკონომიას მოელის. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რიბერ აიგერმა ინვესტორებთან გამართული ტელეკომუნიკაციის დროს განაცხადა.
რეორგანიზაციის შემდეგ, ერთ-ერთი განყოფილება პასუხისმგებელი იქნება გასართობ კონტენტზე, კინოსა და ტელევიზიაზე. მეორე განყოფილება კი სპორტულ პროგრამებზე, მესამე კი თემატურ პარკებზე, პროდუქციასა და კრუიზებზე.