საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.
„აღსანიშნია სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულება. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით. საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით კი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების უნიკალური შესაძლებლობები მყარ საფუძველს შეუქმნის ხორვატიული კომპანიების საქმიანობას საქართველოში.
ხაზგასასმელია, რომ მინისტრ რადმანის ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: 1) შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და 2) საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილი.
სავაჭრო ურთიერთობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია და ქვეყნიდან ხორვატიაში გასულ წელს სულ 229 ათასი დოლარი საქონელი გავიტანეთ. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში კი ისეთი პროდუქტები გვხვდება, როგორიცაა საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასების ნაწარმი, მანეკენები თერძებისათვის, კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები, ბიუსტჰალტერები, ქამრები, სპორტული კოსტიუმები, ავეჯი და მინიმალური მოცულობით სხვა ნაწარმი გავიდა.
იმპორტის შემთხვევაში, ქვეყნიდან ხორვატიაში საქონლის შესაძენად 11.7 მლნ დოლარი გავიდა. სავაჭრო ბრუნვაც სწორედ იმპორტის ზრდის ხარჯზეა გაზრდილი. თავად გასულ წლის იმპორტი კი 2021 წლის მონაცემებზე 56.8%-ით მეტია.
საიმპორტო საქონლის რეიტინგი:
- რეზერვუარები, ცისტერნები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონიებისაგან – 1,1 მლნ დოლარი;
- სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი – 1 მლნ დოლარი;
- კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები – 911 ათასი დოლარი;
- მაისურები, თბილი კვართები – 675 ათასი დოლარი;
- კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა – 627 ათასი დოლარი;