ბიზნესიდღის სიახლეებიპარტნირებიტრენინგ ცენტრები

თბილისში ენების ინოვაციური აკადემიის ფილიალი გაიხსნა

0
გაზიარება

ენების ინოვაციური აკადემია, რომელიც სწავლების ხარისხითა და მეთოდებით გამოირჩევა, ახლა უკვე თბილისშია და უცხო ენებით დაინტერესებულ პირებს წლის ბოლომდე 20 %-იან ფასდაკლებას და საერთაშორისო პროექტებში უფასოდ ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს.

 საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული აკადემია ასევე გთავაზობთ ინგლისურენოვან კლუბს საჩუქრად უცხოელი პედაგოგების მონაწილეობით, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდება

 

ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტით, რაც არის ევროპული ჩარჩო (The CEFR Levels – The Council of Europe) და  ამასთანავე ,საჭიროებებიდან გამომდინარე ,ხდება მოსწავლეზე მორგებული პროგრამის შემუშავება ონლაინ და აუდიტორულად: ეს იქნება ვიდეო გაკვეთილები, დებატები, დისკუსიები, სხვადასხვა წიგნები, პრეზენტაციები, ფილმები,  უახლესი ვიდეოები, სტატიები და ეფექტური სწავლების  სხვა ინსტრუმენტები.

ჩვენი სწავლება გათვლილია მაღალი კოგნიტური უნარების განვითარებაზე.  ეს არის კრიტიკული აზროვნების განვითარება ინგლისურ ენაზე საწყისი ეტაპიდანვე, რაც  მნიშვნელოვანია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე დაწყებითი კლასის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის.  სწავლება ძირითადად ჯგუფურ მეცადინეობებს მოიცავს, თუმცა გვაქვს ინდივიდუალური გაკვეთილებიც. ის მეთოდები, რომლესაც ჩვენი აკადემია იყენებს ყველაზე ეფექტურად მუშაობს ჯგუფში, რადგან  სწორედ ჯგუფი წარმოადგენს სოციუმის მიკროსტრუქტურას“-  განაცხადა ენების ინოვაციური აკადემიის დამფუძნებელმა ნინო ღარიბაშვილმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

 

ენების ინოვაციური აკადემია, ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ  ჩაერთოთ არაერთ საერთაშორისო პროექტში. აკადემია თითოეულ მოსწავლეს  ენის საფუძვლიან შესწავლას (A1) დონიდან აკადემიური (C1) დონის ჩათვლით სთავაზობს. ხოლო მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სურს სწავლის გაგრძელება აკადემიას აქვს საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსების მოსამზადებელი ჯგუფები (IELTS).

 

ძალიან მალე კი ენების ინოვაციური აკადემია სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს ჩინური და კორეული ენით დაინტერესებულ პირებს.

 

მისამართი: თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი # 19

საკონტაქტო ინფორმაცია: 598 14 16 55

598 14 16 18

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!