RSS კატეგორიადასვენება და გართობადღის სიახლეებიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„Villawoodtsemi“- სრული ჰარმონია ბუნებასთან

0
გაზიარება

„Villawoodtsemi“- ადგილი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს

სიმშვიდის, ჰარმონიის, კომფორტისა და სილამაზის სრულ ნაზავს წარმოადგენს. ბავშვობის ნოსტალგიიდან შექმნილი გარემო, დღეს უკვე უამრავი ადამიანის საყვარელს ადგილს წარმოადგენს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება.

„Villawoodtsemi“-ის დამფუძნებელი გიორგი ცაგარელი Geobusinessnews.ge-სთან საოჯახო სასტუმროს შექმნის ისტორიაზე და მის უპირატესობებზე საუბრობს

„მთელი ბავშვობა ცემში გავატარე და შესაბამისად ბავშვობის ტკბილი მოგონებები სწორედ ცემთან მაკავშირებს. როდესაც ოჯახი შევქმენი და ბავშვები შეგვეძინა, მუდმივ საფიქრალს წარმოადგენდა დასასვენებელი ადგილის შერჩევა. საქართველოს ყველა რეგიონი განსაკუთრებულია თავისი ბუნებით და კლიმატით, თუმცა კურორტი ცემი გამოირჩევა მისი ადგილმდებარეობითა და კლიმატით, რადგან ის მთებშია მოქცეული. ცემში არის, როგორც ფოთლოვანი ასევე წიწვოვანი ტყე, რომელიც ფილტვებისთვის და სასუნთქი გზებისთვის საუკეთესოა, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ნაკვეთის ყიდვა და სახლის აგვეშენებინა. გაფართოების მიზნით ეზოში ერთი კოტეჯი დავამატეთ და ეს გახდა საოჯახო ბიზნესად ქცევის საწინდარი“

Villawoodtsemi ორ კოტეჯს აერთიანებს, პატარა კოტეჯი გათვლილია 5+1 პერსონაზე, ხოლო დიდი – 10 +2 პერსონაზე.სეზონის და ამინდის მიუხედავად წელიწადის ნებისმიერ პერიოდში შეგიძლია დაისვენოთ და გაერთოთ სხვადასხვა ლოკაციაზე

 

„ცემში მრავალი წლის განმავლობაში ვისვენებდით და ვცდილობდით მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა. განსაკუთრებულია ჩვენს ეზოში არსებული ლოკაციები: საბავშვო სივრცე, სადაც მოწყობილია სასრიალო, საქანელები, ბატუტი და ქვიშის მოედანი, რომელიც ეზოს შუაში ნაწილშია და ასევე გადახურული ფანჩატური, რომელიც მოწყობილი ბუხრით, გაზქურით, სველი წერტილით, დიდი მაგიდა-სკამებით და მოსასვენებელი ადგილი, ჰამაკებით და შეზლონგის ტიპის სკამებით, აქ ყველაფერია, იმისთვის, რომ დრო სასიამოვნოდ გაატარო და საუკეთესო მოგონებები შეიქმნა. აქვეა ასაწყობი ბასეინი და გარე საცაცხლე ადგილით“ – გიორგი ცაგარელი Villawoodtsemi“- ის დამფუძნებელი

„Villawoodtsemi“ ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დაისვენოს და დრო სასიამოვნოდ გაატაროს.

პატარა კოტეჯში განთავსებულია ერთი საძინებელი და სტუდიოს ტიპის მისაღები, სველი წერტილი, ხოლო დიდ კოტეჯი 5 საძინებელს აერთიანებს, პირველ სართულზე განთავსებულია 3 საძინებელი, სველი წერტილით, დიდი მისაღები ოთახი ბუხრით და სამზარეულოთი, ხოლო მეორე სართულზე 2 მანსარდული ტიპის საძინებელია,მეორე სართულზე კი ერთი სველი წერტილია, დიდი მისაღები სივრცით და აივნით.

 

„ჩვენთან მოსული სტუმარი მინდა ძალიან კმაყოფილი წავიდეს.სამომავლოდ ეზო მინდა უფრო გავამწვანო და გავალამაზო. კლიმატიდან გამომდინარე ძალიან უჭირს მცენარეს გახარება და მერე გაზრდა. ეზოს მოპირკეთება მაქვს გეგმაში და რაც მთავარია მინდა ჩვენი სტუმრები იყვნენ კმაყოფილები“ – გიორგი ცაგარელი Villawoodtsemi“- ის დამფუძნებელი

ბუნების მოყვარულებს „Villawoodtsemi“-ში პატარა ბოსტანი დახვდებათ, სადაც ზაფხულში:  ყველა მწვანილი, პიტნა, ტარხუნა, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი-ნატურალური ხილ-ბოსტნეულის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ

გაატარეთ დრო „Villawoodtsemi“-ში, შეიქმენით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მოგონებები

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!