დეველოპერულმა კომპანია „ორბი ჯგუფმა“ ბათუმის აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებზე რამდენიმეეტაპიანი მასშტაბური აქცია – „მოასწარი“ დაიწყო, რომელიც შეზღუდული დროით გაგრძელდება.
21 თებერვლამდე 35 500-იანი აპარტამენტების შეძენა შეგიძლიათ თითქმის ნახევარ ფასად – 17 500-ად;
21 თებერვლიდან 28 თებერვლამდე 35 500-იანი აპარტამენტების ფასი იქნება 25 500;
28 თებერვლიდან 5 მარტამდე კი – 35 500-იანი აპარტამენტების შეძენა შეგიძლიათ 30 500-ად.
„ორბი ჯგუფში“ განმარტავენ, რომ აქცია შეზღუდული დროით მოქმედებს და ამავდროულად, მსურველებს მნიშვნელოვანი შენაძენის ხელმისაწვდომ ფასად გაკეთების საშუალებას აძლევს. „ორბი ჯგუფის“ დირექტორის ირაკლი კვერღელიძის განმარტებით, აქცია ემსახურება მიზანს, მოქალაქეებისთვის პრემიუმ კლასის აპარტამენტები და სასტუმროს ნომრები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ისინი შეძლებენ ზღვისპირეთში განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რაც დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემთ და ამავდროულად, თავადაც სასიამოვნო გარემოში გაატარონ დრო.
კომპლექსში განლაგდება:
- სავაჭრო ცენტრი
- სპა და ფიტნეს ცენტრები
- სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ცენტრი
- ლაუნჯ – ბარები
- რესტორანი
- საკონფერენციო დარბაზი
- კინო – თეატრი
- გასართობი და დასასვენებელი ზონები
- საბავშვო მოედნები
- მიწისქვეშა პარკინგი
სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2024 წლის ოქტომბერში მობინადრეებისთვის აპარტამენტებისა და სასტუმროს ნომრების გადაცემის პროცესი დაიწყება.