2022 წელს კრიპტოინდუსტრიაში კიბერდანაშაულის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა, საერთო ჯამში ჰაკერებმა და თაღლითებმა 21 მილიარდი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს.ეს სტატისტიკა არ მოიცავს თაღლითურ კრიპტოპორიექტებს და ის უშუალოდ ანგარიშიდან აქტივების მოპარვის სტატისტიკაა.
კიბერშეტევების ყველაზე დიდი კონცენტრაცია დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე, განსაკუთრებით კი საიდჩეინებზე ფიქსირდება. მოპარული აქტივების 82% სწორედ ასეთ DeFi პლატფორმებზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებს უკეთესი კიბერდაცვა აქვთ, ვიდრე დეცენტრალიზებულ ალტერნატივებს
თავდასხმის ყველაზე გავრცელებულ სახეობად სისტემაში გარღვევის აღმოჩენა და შემდეგ უკვე კოორდინირებული კიბერშეტევის განხორციელება ფიქსირდება.