„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, განაგრძობს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ბავშვებმა თამაშით ისწავლონ გარემოზე ზრუნვა.
„კარფურისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც ხაზს უსვამს ბრენდის მიერ არაერთი გარემოსდაცვითი კამპანიისა და სიახლეების დანერგვა, მათ შორის მრავალჯერადი ჩანთების და ელექტრონული ქვითრების შესაძლებლობა.
ამჯერად, „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პირველი სასარგებლო, ეკო-მეგობრული თამაშის ბარათები, რომელიც ბავშვებს თამაშით ასწავლის გარემოზე ზრუნვას.
ბარათებზე განთავსებულია ეკო-გმირები, რომლებიც ზრუნავენ სისუფთავეზე და გარემოს გაუმჯობესებაზე, სულ არის 24 ეკო-გმირი. თითოეული მათგანი კი გვასწავლის ერთ ეკო-მეგობრულ ჩვევას, მაგალითად „თუთა“ გვასწავლის, რომ „შევამციროთ ნარჩენები და შევიძინოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გვჭირდება“.
თამაშის გამოყენება ძალიან მარტივია, მასზე განთავსებულია სპეციალური QR/ელექტრონული კოდი, რომლის დასკანერებითაც აპლიკაციის მეშვეობით ბავშვებს შეუძლიათ ეკო-გმირების გაცოცხლება და თამაში.
Joykis-ის თამაში „კარფურის“ ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ წიგნი ეკო-გმირების ისტორებით, ბრენდირებული, სახალისო ჭიქები და „ჯადოსნური ყუთი“, ჯადოსნური ყუთი“, რომელშიც განთავსებულია სპეციალური ეკო-ბარათი, რომლიდანაც დარგვის შემდეგად რეალური მცენარე იზრდება.
ბარათების ღირებულება სამი ლარია, თუმცა ყოველი 5 ლარის შენაძენზე ბარათის მიღება მხოლოდ 30 თეთრად არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკით გადახდისას კი, ფასდაკლება ბარათების გაორმაგებულ რაოდენობაზეც გრძელდება. აქცია ასევე, მოქმედებს პარტნიორი პროდუქტების შეძენისას.
იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ Joykis-ის ეკო-გმირების შეძენა და 24 გმირის შეგროვება, არ უნდა დაავიწყდეთ მაი ქლაბის დასკანერება. “მაიქლაბი” არის “კარფურის” დაგროვების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დაგროვილი ქულების გამოყენება “კარფურში” ნებისმიერ პროდუქტის შესაძენად არის შესაძლებელი.
„კარფური“ აქტიურად აგრძელებს სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.