„ბიოლმა“ The 5 Stars Superior Hotel Award ჯილდო მიიღო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისთან აცხადებს, აღნიშნული ჯილდო ევროპული სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური შეფასებაა.
„იდეის გაჩენის დღიდანვე, მაქვს მიზანი რომ „ბიოლი“ უნდა იყოს საქართველოს ბრილიანტი სამედიცინო-ველნეს ინდუსტრიის თვალსაზრისით, ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვვითარდებით და ამას ჩვენი მომხმარებლებიც აფასებენ, თუმცა სასტუმრო სტანდარტებითაც როცა ასეთი მაღალი დონის შეფასებას იღებ, ბონუსად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
ჩვენი მომხმარებლებისთვის ეს ჯილდო არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ბიოლი“ ევროპული კრიტერიუმებით, მაქსიმალურად მაღალ სტანდარტებს შეესაბამება, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის და დამსვენებლებისთვის.“ – განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.
მისივე ინფორმაციით, დაფუძნებიდან დღემდე „ბიოლმა“ ვიზიტორებს 97 სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლა. თუმცა, დამსვენებლები ძირითადად, ემირატებიდან, ისრაელიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ყაზახეთიდან ჩამოდიან.
წყარო : ბიზნესპარტნიორი