დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში არსებული ბინების 70%-ი 30 წელზე მეტი ასაკისაა

0
გაზიარება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით „საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა.“

კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა –  სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% არის აშენებული 1961-1990 წლების პერიოდში, ხოლო ბინების 14%-ი 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტი ასაკისაა.

ბინების 26%-ი აშენებულია – 2011-2021 წლებში, ხოლო 4% 1991-2010 წლების პერიოდში.

„საქართველოში არსებული შინამეურნეობების 91% ფლობს საცხოვრებელ ადგილს, რაზეც გავლენას ახდენს როგორც ტრადიციები, ასევე ურბანიზაცია და ეკონომიკური განვითარების დონე. აღმოჩნდა რომ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში საცხოვრებლის ფლობის მაჩვენებელსა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის აშშ დოლარით) ძლიერი უარყოფითი კორელაციური კავშირია, ხოლო იპოთეკურ სესხებთან ძლიერი დადებითი. თუ ჩავთვლით, რომ პერსპექტივაში საქართველოც მსგავს ტრენდს გაჰყვება მოსალოდნელია, რომ უფრო ნაკლები შინამეურნეობა იცხოვრებს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში და მეტი იჯარით აღებულში. რაც საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის, მაგრამ უფრო ინვესტორების მხრიდან, და ნაკლებად უშუალოდ მაცხოვრებლის. ასევე გასათვალისწინებელია შინამეურნეობაში წევრების რაოდენობა, რასაც ასევე ამავდროულად შემცირების ტენდენცია უნდა ჰქონდეს, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოთხოვნის გენერაციაში,“- აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!