ბაზისბანკისა და შპს ვოიაჟ ჯორჯიას თანამშრომლობით, ყვარლის რაიონში, 26 ჰექტარზე გაშენებული თხილის მსხმოიარე ბაღისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 100,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 49,000 ლარი გაიცა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
კომპანია სეზონზე 70 ტონამდე მოსავალს იღებს და მომდევნო წლებში წარმადობის ეტაპობრივად ზრდას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ქართულ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე ხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ბაზისბანკმა, შპს ვოიაჟ ჯორჯიასთან თანამშრომლობით, ყვარლის რაიონში, 26 ჰექტარზე გაშენებული თხილის მსხმოიარე ბაღისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 100,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 49,000 ლარი გაიცა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
„მიმდინარე წლიდან, სახელმწიფომ, მეთხილე ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგრო კრედიტით. სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსება 8%-ით და 12 თვის ვადით ხორციელდება. აღნიშნული კრედიტით ფერმერს შეუძლია დაიფინანსოს პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების ხარჯები. ყოველთვის მზად ვართ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, რითიც ხელს ვუწყობთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ვუქმნით ბიზნესს წარმატების ახალ შესაძლებლობებს.“ – განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.