დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 156 ბავშვია,ხოლო 2 243 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული

0
გაზიარება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული 156 ბავშვიდან 112 განსხვავებული საჭიროების მქონეა, 18 ბავშვი წინააღმდეგია გაშვილდეს, ხოლო 16 (მათ შორის 2 შშმ) ბავშვის მიმართ შვილად აყვანის პროცედურა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება შვილად აყვანის პროცედურებს, „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა (მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით. გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში ბავშვის დარეგისტრირების შემდეგ, რიგითობის პრინციპის დაცვით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის მონაცემების შესაფერისი მშვილებელი პირის/ოჯახის შერჩევის შემდეგ, მშვილებელი პირი/ოჯახისათვის ბავშვის შეთავაზების შესახებ კორესპონდენციას ამზადებს. ბავშვის შვილად აყვანაზე შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მშვილებლის მიერ წერილობით თანხმობის განცხადების შემთხვევაში, მშვილებელი ვალდებულია, დროის უმოკლეს ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, რის შემდეგაც მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის დასადგენად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო სააგენტოს დავალებით იწყებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას. შეთავაზების მიმღები ადგილობრივი ორგანო წერილობით აწვდის ინფორმაციას სააგენტოს, აკმაყოფილებენ თუ არა კანონის მოთხოვნებს მშვილებლები, აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა უზრუნველყონ ბავშვის საჭიროებები. რის შემდეგაც, სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტი გასცემს თანხმობა/რეკომენდაციას შვილად აყვანის შემდგომი პროცედურების განხორციელების შესახებ, მიმღები ადგილობრივ ორგანო (მშვილებლის რეგისტრაციის/საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) კი ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებ. საბოლოოდ კი, დასკვნა სასამართლოს წარედგინება“ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!