საკონდიტრო პროდუქციის იტალიური მწარმოებელი კომპანია, Ferrero-ს მოგება მოგება 24%-ით შემცირდა და 751 მლნ ევრო შეადგინა – ინფორმაციას ბელგიური ბიზნესგაზეთი De Tijd ავრცელებს.
Ferrero-მ ბოლო წელს რეკორდულ გაყიდვებს მიაღწია, რაც 12,7-დან 14 მლრდ ევრომდე გაზარდა, მისი სუფთა მოგება, პირიქით, შემცირდა. გაყიდვების ზრდაში 10%-ზე მეტი წილი მის ფლაგმანურ ბრენდებს, Nutella-ს, Ferrero Rocher-სა და Kinder Bueno-ს უკავია, რაც მათმა ძლიერმა წარმადობამ განაპირობა.
მწარმოებელი მოგების კლებას ნედლეულსა და პერსონალზე მკვეთრად გაზრდილ ხარჯებს უკავშირებს. სამუშაო ძალა 38 800-დან 41 400 თანამშრომლამდე გაიზარდა. ამასთან, კომპანია დღემდე არ ასაჯაროვებს ზარალს, რომელიც ბელგიის ქალაქ არლონში, Ferrero-ს შოკოლადის ქარხანაში სალმონელის დაავადების გამოვლენამ განაპირობა. გასული წლის აპრილში მწარმოებელს ქარხნის დახურვა და პოტენციურად დაბინძურებული პროდუქციის ფართომასშტაბიანი ამოღება მოუწია. ქარხანა საფუძვლიანი დასუფთავებისთვის კვირების განმავლობაში არ მუშაობდა და მხოლოდ ივნისში, ისიც პირობითად გაიხსნა. დასუფთავების სამუშაოები Ferrero-ს, მინიმუმ, ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა.
Ferrero 4,2 მლრდ ევროს კაპიტალით ფინანსურად მდგრად კომპანიად რჩება.