დღის სიახლეებისიახლეები

საერთო საჭიროების 20-25% ხორბალი მოგვყავს და ესეც შემცირდება, მარცვლეულს თვითღირებულებაზე დაბალი ფასი აქვს

0
გაზიარება

მემარცვლე ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელის და კომპანია „შირაქის“ დამფუძნებლის ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით საერთო საჭიროების 20-25% ხორბალი მოგვყავს და ესეც შემცირდება.რუსეთიდან ფქვილის გაზრდილმა იმპორტმა ადგილობრივი მეხორბლე ფერმერები იმდენად დააზარალა, რომ მარცვლეულს თვითღირებულებაზე დაბალი ფასი აქვს

„როგორც წესი, მარცვლეულის ფასი ზამთარში იმატებს და ფერმერებმა ამ დროისათვის შეინახეს ხორბალი, რომ უფრო სარფიან ფასში გაეყიდათ და გასული წლის მოსავლის მისაღებად აღებული სესხები გადაეფარათ. გასული წლის ზაფხულში მოსავლის აღებისას ფასი 1 ლარი იყო და ლოგიკურად ზამთრისთვის უნდა გაზრდილიყო, თუმცა ახლა, ფასი 62 თეთრია. ყოველდღე ათობით ფერმერი მირეკავს და მეკითხება, სადმე უკეთესი ფასი ხომ არ არის, რომ ხორბალი გაყიდონ და სესხის გადაფარვა შეძლონ. ანალოგიური მდგომარეობა აქვთ ადგილობრივ წისქვილებს.

ადგილობრივი ფერმერი კოტრდება. 4.5 ლარად დამუშავდა და დაითესა ეს ნაკვეთები და რუსეთიდან შემოსული იაფი ფქვილის გამო ახლა თვითღირებულებას ვერ იღებენ. ჩვენმა ხელისუფლებამ რამე მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, რომ ადგილობრივ წარმოებას დაეხმაროს, თორემ ახლა რაც დათესილია, ისიც გადასაყრელი იქნება აღების პერიოდში. ისედაც, საერთო საჭიროების 20-25% ხორბალი მოგვყავს და ესეც შემცირდება. მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მაგრამ იქ არ იყო გაშლილი ფართოდ ეს თემა. ვითხოვთ ამრეკლ გადასახადს, ან სხვა რამე მექანიზმს, რომ გადარჩეს ქართული ხორბლის წარმოება. მითუმეტეს, რომ თუ ადრე 83 ლარად შემოდიოდა 1 ტომარა ფქვილი, დღეს 55 ლარად შემოდის, მაგრამ პურს 5 თეთრზე მეტი არ დაკლებია. ანუ, ხეირობს ერთი რგოლი, მეპურეები და ამას ეწირება ქართული მეხორბლეობა“, – განაცხადა ბენიაიძემ

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!