დღის სიახლეებისიახლეები

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 50.1 ათასი სტუდენტი მიიღეს

0
გაზიარება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული 50.1 ათასი სტუდენტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში – 29.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 20.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 პროცენტით (4.7 ათასი) გაიზარდა.

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 161.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9 პროცენტით აღემატება. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძოში – 39.4 პროცენტი. სტუდენტების 52.0 პროცენტი ქალია, ხოლო 48.0 პროცენტი – კაცი.

2022 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 25.8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. კურსდამთავრებულების 59.4 პროცენტი ქალია, ხოლო 40.6 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობას.

სტუდენტების 1.9 პროცენტი 18 წლამდე ასაკისაა, 79.8 პროცენტი – 18-დან 23 წლამდეა, ხოლო 18 პროცენტი – 24 წლის და უფროსი ასაკის.

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 723 სტუდენტი, რაც 239-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 25.1 ათასი შეადგინა, რაც 43.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 10.6 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტია.

2022 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 10.7 პროცენტით შემცირდა და 874 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 6.2 პროცენტითაა შემცირებული და 3 638-ს შეადგენს.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის ზრდა, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 23.7 პროცენტით გაიზარდა და 537 პირი შეადგინა. თუმცა, კლება აღინიშნა ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნებისა და მეცნიერების სადოქტორო პროგრამებზე,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფრომაციაში.

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.5 პროცენტი ქალაქ თბილისშია – მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!