2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 24.3%-ით გაიზარდა – მონაცემები pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა -0.8% შეადგინა. 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19%-ით მეტია 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.