დღის სიახლეებისიახლეები

ავტობუსის ქალი მძღოლის მოსამზადებელ კურსებზე მსურველთა მიღება იწყება

0
გაზიარება

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, აცხადებს მოწვევას ავტობუსის ქალი მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსზე – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს, რომელთაც სურვილი აქვთ, ავტობუსის მძღოლის პროფესიას დაეუფლონ.კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა თუ მგზავრებთან კომუნიკაციის საკითხებს.

გადამზადების კურსი უფასოა ყველა მსურველისთვის, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაფინანსდება გამოცდაზე გასვლის ღირებულება.

„პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეები ავტობუსის მძღოლის D კატეგორიის მართვის მოწმობისთვის დადგენილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს გაივლიან. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

სწავლება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დაწყების სავარაუდო თარიღი 2023 წლის პირველი მაისია. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

– არის საქართველოს მოქალაქე;

– არის სულ მცირე 24 წლის;

– აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;

– აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;

– არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა);

– მზადაა, ბოლომდე გაიაროს გადამზადების კურსი და ჩააბაროს მართვის მოწმობის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა;

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 მარტამდე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

– CV / რეზიუმე;

– პირადობის მოწმობის ასლი;

– მართვის მოწმობის ასლი;

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; [email protected]; [email protected]. სათაურში მითითებული უნდა იყოს „ქალი ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსი“.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მსუბუქი ავტომობილით ქალაქში მართვის შემოწმებას, რის შემდეგაც, ავტობუსის მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსში მონაწილეობისთვის შეირჩევა 25 ქალი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!