სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.
აღნიშნული უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ შეხვედრები.
პროგრამის ძირითადი მიზნები:
- გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
- საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
- გერმანული ბიზნესი პრაქტიკის გაცნობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ცოდნის შეძენა;
- გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
- პოტენციური ბიზნეს ურთიერთობების განვითარება.
პროგრამა მოიცავს როგორც ტრეინინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
პროგრამაში მონაწილეობა (სამიზნე ჯგუფი):
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე, ქონდეს სურვილი ითანამშრომლოს გერმანულ კომპანიებთან კონკრეტული იდეებით.
გლობალური პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე პროგრამა ადაპტირდა ვირტუალური ფორმატზე და შედგება 3 ნაწილისგან:
ვირტუალური პროგრამის ფაზა
მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემნინარებს.
(Follow-up Phase)
ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან.
პროგრამის დასრულება გერმანიაში
ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 1 კვირით გერმანიაში, სადაც ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთანავე, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.
პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
ჯგუფი I
ივნისი, 2023 – აპრილის, 2024
- 19.06.-30.06 – პროექტის გაცნობითი ნაწილი/ვორკშოფი
- 17.07.-25.08 – ონლაინ ტრენინგები
- 04.09.-15.09 – ვიზიტი გერმანიაში
- 23.10.2023-05.04.2024 – გარდამავალი, დასკვნითი ფაზა
ჯგუფი II
ივლისი, 2023 – აპრილი, 2024
- 10.07.-21.07.2023 – პროექტის გაცნობითი ნაწილი/ვორკშოფი
- 07.08.-15.09.2023 – ონლაინ ტრენინგები
- 02.10.-13.10.2023 – ვიზიტი გერმანიაში
- 13.11.2023-26.04.2024 – გარდამავალი, დასკვნითი ფაზა
შერჩევის პროცესი:
- დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
- მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა გერმანელი პარტნიორების მიერ;
- გადარჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
- გაიმართება გასაუბრება გადარჩეულ აპლიკანტებთან;
- საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ შერჩევის შესახებ;