2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.
სერვისისს/მომსახურება, რომელზეც ფასი თებერვალში ყველაზე მეტად გაიზარდა:
- ასლის გადაღება – 58.8%-ით
- სანოტარო გადასახდელი – 95.6%-ით
- ბინის დაქირავების ღირებულება – 38.6%-ით
- სპექტაკლზე დასწრება – 33.6%-ით
- მეტროპოლიტენით მგზავრობა – 31.3%-ით
- მუზეუმის ბილეთი – 30.5%-ით
- საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა – 30.1%-ით
- საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა – 21.7%-ით
- ქალის თმის დავარცხნა – 15,3%-ით
- ქირურგიული მომსახურება – 12.3%-ით
ხოლო თვითმფრინავის ბილეთი 2.7%-ით გაიაფდა.
ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.